დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება 15.05.2026 09:18

 

ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება, -  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.

„როდესაც პრეზიდენტმა სი ძინპინმა ​ძალიან ელეგანტურად აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეერთებული შტატები დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა იყოს, ის გულისხმობდა იმ უზარმაზარ ზიანს, რომელიც ჩვენ მივიღეთ „მძინარე ჯო ბაიდენის" და ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში - და ამ მხრივ, ის 100%-ით მართალი იყო. ჩვენი ქვეყანა უზომოდ დაზარალდა ღია საზღვრების, მაღალი გადასახადების, „ტრანსგენდერი ყველასთვის" პოლიტიკის, კაცების ქალთა სპორტში მონაწილეობის, DEI-ის, საშინელი სავაჭრო შეთანხმებების, ფართოდ გავრცელებული დანაშაულისა და კიდევ მრავალი სხვა მიზეზის გამო.

პრეზიდენტი სი არ გულისხმობდა იმ წარმოუდგენელ აღმასვლას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს ტრამპის ადმინისტრაციის 16 შესანიშნავი თვის განმავლობაში - რაც მოიცავს ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფ საფონდო ბაზრებს, სამხედრო გამარჯვებას, ვენესუელასთან წარმატებულ ურთიერთობას, ირანის სამხედრო ძალების განადგურებას (გაგრძელება იქნება!) - მსოფლიოში ყველაზე ძლიერ არმიას დიდი უპირატესობით, ძლიერ ეკონომიკას, რეკორდულ 18 ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შედის აშშ-ში, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სამუშაო ბაზარს, სადაც ახლა უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ოდესმე, ქვეყნისთვის დამანგრეველი DEI-ის დასრულებას და კიდევ ბევრ სხვა მიღწევას, რომელთა ჩამოთვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრეზიდენტმა სიმ ასეთ მოკლე დროში არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მომილოცა. ორი წლის წინ ჩვენ ნამდვილად ვიყავით დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა და ამაში სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ სი-ს. თუმცა ახლა შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე „ცხელი" ქვეყანაა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უფრო ძლიერი და უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე", - წერს ტრამპი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ