დონალდ ტრამპი - კირ სტარმერმა უნდა შეწყვიტოს ქარის ტურბინების მონტაჟი, ისინი ფრინველებს კლავენ და ლანდშაფტს აზიანებენ 15.05.2026 18:09

 

მიგრაციისა და ენერგეტიკის სფეროში უმოქმედობის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი სერიოზული რისკების წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ის დიდ პრობლემებშია ორი მიზეზის გამო: მიგრაცია და ენერგეტიკა. ენერგეტიკაში ის ძალიან ცუდად ერკვევა. მან უნდა გახსნას ჩრდილოეთის ზღვა. აქვს ოქროს საბადო და უნდა გახსნას ნავთობი ჩრდილოეთის ზღვაში, თუმცა ამას არ აკეთებს", - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეძლებს თუ არა კირ სტარმერი კრიზისის გადალახვას და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის პროგნოზირება რთულია.

მისი თქმით, სტარმერმა უნდა მოაგვაროს მიგრაციის პრობლემა და შეწყვიტოს ქარის ტურბინების მონტაჟი.

„ისინი ქაოსს იწვევენ. ეს ენერგიის ყველაზე ძვირად ღირებული ფორმაა, ფრინველებს კლავენ და ლანდშაფტს აზიანებენ. ქვეყანამ ენერგია უნდა მოიპოვოს. ჩრდილოეთის ზღვა უნდა გახსნას. იცით, მას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საბადო აქვს აღმოჩენილი და არ იყენებს. მე ვეუბნები, რომ ამას არ იყენებს", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, უნდა დატოვოს თუ არა სტარმერმა თანამდებობა, რაზეც ტრამპმა აღნიშნა, რომ ამას არ ამბობს და მიაჩნია, რომ სტარმერი „ძალიან კარგი კაცია".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ