ჰორმუზის სრუტის კრიზისმა აჩვენა, რომ „შუა დერეფანი“, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ერდოღანი 15.05.2026 18:32

 

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა კრიზისმა როგორც აჩვენა, თურქული სამყაროს დამაკავშირებელი სატრანსპორტო პროექტები, განსაკუთრებით „შუა დერეფანი", მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის" არაფორმალურ სამიტზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უშუალო სიახლოვეს არსებულმა კრიზისებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თურქული სამყაროს სოლიდარობის სტრატეგიული ღირებულება.

„გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კონსულტაციის მექანიზმები და კოორდინაცია. პალესტინაში, ლიბანში, ირანში, უკრაინასა და სხვა მრავალ ქვეყანაში არსებული კრიზისები ჩვენი თავდაცვის გაძლიერებისა და სამრეწველო სექტორში თანამშრომლობის გაზრდის აუცილებლობაზე მიუთითებს. თურქეთის სახით, მზად ვართ, ჩვენი ორგანიზაციის წევრებს  მაღალი ტექნოლოგიებით ჩამოყალიბებული თავდაცვის ინდუსტრიაში მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ", - აღნიშნა ერდოღანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ