რთულია გაგება, რა სურს აშშ-ს ჩინეთისგან ირანის კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასთან მიმართებით - სერგეი ლავროვი 15.05.2026 19:00

 

რთულია გაგება, თუ რა სურს აშშ-ს ჩინეთისგან ირანის კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების კონტექსტში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰორმუზის სრუტე ღია იყო საზღვაო გადაზიდვებისთვის, ვიდრე აშშ და ისრაელი დაიწყებდნენ აგრესიას ირანის წინააღმდეგ.

„რა შუაშია ამასთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რას ითხოვენ ამერიკელები ჩინეთისგან ამ მხრივ - ჩემთვის ძნელი გასაგებია", - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა აშშ-ის მოთხოვნას, ჩინეთმა გავლენა მოახდინოს ირანზე ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, „მარტივი ხრიკი" უწოდა.

„რა თქმა უნდა, ეს მარტივი ხრიკია. არ მგონია, რომ ეს არის მაგალითი, რომელსაც საერთაშორისო დიპლომატია უნდა მიჰყვეს", - აღნიშნა ლავროვმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ