POLITICO: პოლონეთისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჰეგსეტის გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ 15.05.2026 19:45

 

პოლონეთისთვის, რომელიც ევროპაში აშშ-ის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ, - წერს გამოცემა POLITICO.

ახლა პოლონეთის მთავრობა საპასუხო ზომების სასწრაფოდ მიღებას ცდილობს და, ამავდროულად, ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.

პოლონურ-ამერიკული ალიანსი „მყარი და ხანგრძლივია" - განაცხადა პარასკევს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. - „პოლონეთი კვლავ რჩება ამერიკის ყველაზე სტაბილურ მოკავშირედ ევროპაში".

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ ხუთშაბათს საღამოს ტელეარხ TVN24-ს განუცხადა: „ჩვენ მივიღეთ გარანტია იმისა, რომ ამერიკელები პოლონეთში აშშ-ის წარმომადგენლობის სისტემატურ შემცირებას არ გეგმავენ".

„ბუნდოვანი დარჩა, თუ რატომ გააუქმა ჰეგსეტმა საბრძოლო ჯგუფის განლაგება - გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც ქვედანაყოფმა ევროპაში გასამგზავრებლად მზადება უკვე დაიწყო. პენტაგონის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯოელ ვალდესმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არ ყოფილა მოულოდნელი, ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ