16.05.2026 15:12
კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 19-20 მაისს ჩავა.
რუსული მხარის ინფორმაციით, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ემთხვევა.
„ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომ გაღრმავების გზებს და გაცვლიან მოსაზრებებს ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.
ამასთან, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანსაც შეხვდება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.
ავტორ(ებ)ი :