ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა 16.05.2026 17:37

ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, რასაც ავტობუსში ხანძარი მოჰყვა, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.

 

მათივე ცნობით, მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა და დაშავებულების გადარჩენა შეძლეს.

 

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბანგკოკში მოხდა. მათივე ცნობით, მატარებლისა და ავტობუსის გარდა, ცეცხლი მსუბუქ ავტომობილებსა და მოტოციკლებზეც გავრცელდა.

 

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ