ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა 16.05.2026 17:41

ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს.

 

„ირანი თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში შეიმუშავა ჰორმუზის სრუტეში სპეციალური მარშრუტით გემების გადაადგილების პროფესიონალური მექანიზმი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ", - დაწერა აზიზიმ.

 

მისი თქმით, ახალი წესები მხოლოდ იმ კომერციულ გემებს შეეხება, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ. მათ სრუტეში გავლისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.

 

„ე.წ. „თავისუფლების პროექტის" ოპერატორებისთვის აღნიშნული მარშრუტი დაკეტილი იქნება", - დასძინა მან.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ