რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა 17.05.2026 10:45

 

მოსკოვის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი ავრცელებს.

„ხიმკიში (სტარბეევოს მიკრორაიონი) ქალი დაიღუპა, როდესაც დრონი კერძო სახლს დაეჯახა. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა. სოფელ პოგორელკში (მიტიშჩი) ორი მამაკაცი დაიღუპა. დრონი მშენებარე შენობას დაეჯახა", - განაცხადა ვორობიოვმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმები მოხდა ქალაქ დედოვსკიზეც, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ექვსი კერძო სახლი.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ასევე სცადეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა, თუმცა პროცესი არ შეფერხებულა. რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 556 დრონი ჩამოაგდეს, მათგან დაახლოებით 130 მოსკოვის ოლქში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ