17.05.2026 11:47
მოსკოვის „შერემეტიევოს" აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, 04:21 საათზე მოხდა.
როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შემთხვევამ ავიამიმოსვლაზე გავლენა იქონია, ოთხ საათზე მეტი დროის განმავლობაში შეზღუდვა მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ დრონის ფრაგმენტები თვითმფრინავებისა და მგზავრთა მომსახურების ზონისგან მოშორებით დააფიქსირეს.
ავტორ(ებ)ი :