აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა 17.05.2026 19:27

 

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა.

კერძოდ, საამიროების ცნობით, ქვეყნის მიმართულებით დასავლეთის საზღვრიდან სამი დრონი გაისროლეს, რომელთაგან ორი ჩაჭრეს.

„მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმების წყაროს დასადგენად", - დასძენს სამინისტრო.

„თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ის მაღალ მზადყოფნაშია და მზადაა, უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს და მტკიცედ დაუპირისპირდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების შელახვის ყველა მცდელობას, რითაც დაცული იქნება მისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სტაბილურობა, ასევე, მისი ეროვნული ინტერესები და შესაძლებლობები", -აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ დაბის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა „დრონის დარტყმის" შედეგად.

აბუ დაბის ხელისუფლებამ ბარაკაჰის ატომური ელექტროსადგურის გარეთ ელექტროგენერატორში დრონის დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პრესცენტრის თანახმად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის და ხანძარს რადიაციული უსაფრთხოების დონეებზე გავლენა არ მოუხდენია.

„ბირთვული რეგულირების ფედერალურმა ორგანომ დაადასტურა, რომ ხანძარმა გავლენა არ მოახდინა ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე ან მისი აუცილებელი სისტემების მზადყოფნაზე და რომ ყველა ბლოკი ნორმალურად მუშაობს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ