18.05.2026 19:44
შეერთებული შტატები უკვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„უკვე ტრამპის ადმინისტრაციის დროს ხდება სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ახალი სანქციები მიიღება, გარდა იმისა, რომ ბაიდენის ყველა სანქცია რეგულარულად გრძელდება", - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპელ რადიკალებს არ სურთ უკრაინაში აშშ-ის მიერ შემოთავაზებული დარეგულირების დაშვება.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპელი რადიკალები, ნეოლიბერალები და ნეონაცისტები ზელენსკის რეჟიმთან ერთად იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რომ ხელი შეუშალონ შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული დარეგულირების გეგმების განხორციელებას", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ავტორ(ებ)ი :