კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია 19.05.2026 09:39

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა უარყო ვარაუდები, თითქოს მისი პრემიერობა დასასრულს უახლოვდება.

 

„არ ვაპირებ წასვლას. ძალიან მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ამ თანამდებობაზე ამირჩია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მე მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რასაც ჩემს პასუხისმგებლობად და მოვალეობად მივიჩნევ, ეს არის ქვეყნის სამსახური“, – განაცხადა სტარმერმა.

 

კითხვაზე, აპირებს თუ არა მეორე ხუთწლიანი ვადისთვის ბრძოლას, სტარმერმა უპასუხა: „დიახ, მინდა შემდეგ არჩევნებში ბრძოლა“.

 

 

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კირ სტარმერის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა. ლეიბორისტი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მოუწოდებენ, გადადგომის თარიღი დაასახელოს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ