EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა 19.05.2026 18:31

 

ბრიუსელმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ და გააფრთხილა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ გაზრდის მოსკოვის ფინანსურ შემოსავლებს ირანის ომის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV ავრცელებს.

„ევროკავშირის თვალსაზრისით, ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დროა", - განუცხადა ჟურნალისტებს სამშაბათს ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა, პარიზში „დიდი შვიდეულის" (G7) ფინანსთა მინისტრების შეხვედრის წინ.

„სინამდვილეში, სწორედ რუსეთია ის, ვინც სარგებელს იღებს ირანის ომითა და წიაღისეულ საწვავზე ფასების მატებით", - დასძინა მან. „შესაბამისად, თუკი რამეა საჭირო, ეს ამ ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებაა".

ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მიერ ორშაბათს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი 30 დღით გაახანგრძლივებს სანქციების გამონაკლისს იმ რუსულ ნავთობზე, რომელიც უკვე ზღვაში იმყოფება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ