ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა 19.05.2026 21:43

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი დახვდა.

რუსეთის ლიდერის ჩინეთში ვიზიტი 19-20 მაისს შედგება. პუტინი ჩინეთში სი ძინპინის მიწვევით იმყოფება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პრეზიდენტი დისკუსიას გამართავს ორმხრივ ურთიერთობებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე, ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე მხარე შეეცდება, გამოიყენებს ეს შესაძლებლობა ურთიერთობების გასაძლიერებლად, რათა მსოფლიოში მეტი სტაბილურობა დამყარდეს. ამასთან, როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანსაც შეხვდება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.

„როიტერის" ინფორმაციით, ეს პუტინის რიგით 25-ე ვიზიტია ჩინეთში. მათივე ცნობით, წელს ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული კოორდინაციის პარტნიორობის დამყარების 30 წლისთავი და ჩინეთ-რუსეთის კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 25 წლისთავი აღინიშნება.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მხარეები ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ დაახლოებით, 40 დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ