ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას 20.05.2026 14:17

ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში ჩინეთის ლიდერთნ, სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, გააგრძელოს პეკინის ენერგომომარაგება.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს.

 

„რუსეთი და ჩინეთი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების ერთგულნი არიან. ორივე ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მასტაბილიზებელ როლს ასრულებს", - განაცხადა პუტინმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ