20.05.2026 15:16
2026 წლის 15 მაისს ყაზახეთის ქალაქ თურქესტანში, რომელსაც თურქულენოვანი ხალხების სამყაროს სულიერ დედაქალაქს უწოდებენ, გაიმართა თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოთა ორგანიზაციის არაფორმალური სამიტი. ეს არის უნიკალური რეგიონალური ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააფართოვოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის. დღეს თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრები არიან: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი.
როგორც თურქულენოვან ხალხლების სახელმწიფოთა ინტეგრაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მამოძრავებელი ძალა, ყაზახეთი იდგა თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოთა ორგანიზაციის შექმნის სათავეებთან და თანამიმდევრულად მხარს უჭერს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასა და ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებას.
ყაზახეთი აქტიურად სთავაზობს მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების ინიციატივებს, მათ შორის ისეთი გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტების მიღებით, როგორიცაა „თურქულენოვანი ხალხების სამყაროს პერსპექტივები - 2040".

მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ასევე „ტრანსალტაის დიალოგის" ინიციატივის ხელშეწყობა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კასსიმ - ჟომარტ ტოკაევმა 2025 წელს, ქალაქ თიენძინში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე წამოაყენა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ევრაზიის უნიკალური „ალტაის" რეგიონის პოტენციალის ეფექტურ გახსნას, რომელიც აერთიანებს ყაზახეთს, რუსეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს, და ფლობს მნიშვნელოვან ტერიტორიულ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ რესურსებს.
II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე სახელწოდებით: „ალტაი - თურქულენოვანი ხალხების წინაპართა სამშობლო. თურქულენოვანი ხალხების ცივილიზაციის წარმოშობის ისტორია", კასსიმ - ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, რომ ალტაი, რომელიც უძველესი დროიდან თურქულენოვანი ხალხების ეთნოსის საკრალურ აკვნად არის მიჩნეული, დღეს თავის სივრცეში ორგანულად აერთიანებს ყაზახეთს, რუსეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს. შესაბამისად, აღნიშნული დიალოგი მიზნად ისახავს ევრაზიის „ალტაის" რეგიონის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას, რომელიც უნიკალურია თავისი ტერიტორიით, მოსახლეობის რაოდენობითა და ეკონომიკური სიმძლავრით. შემოთავაზებული ფორმატი არ წარმოადგენს ურთიერთქმედების არსებული მექანიზმების ალტერნატივას, პირიქით, მიმართულია ევრაზიული ურთიერთკავშირის გაძლიერებისკენ და ორგანულად ავსებს არსებულ ინტეგრაციულ ფორმატებს.

ყაზახეთი თანამიმდევრულად გამოდის თანამედროვე, ღია და კონკურენტუნარიანი თურქულენოვანი ხალხების სივრცის ფორმირების ინიციატივით, რომელიც მიმართულია ტექნოლოგიური პროგრესის, ციფროვიზაციის, ინოვაციური განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გზაზე ერთობლივი წინსვლისკენ.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თურქულენოვანი ხალხების ქვეყნების ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, განათლებასა და სამეცნიერო თანამშრომლობას.
პოლიტიკურ ურთიერთქმედებას თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფარგლებში, ყაზახეთი, უპირველეს ყოვლისა განიხილავს როგორც საფუძველს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის, ასევე მოძმე თურქულენოვან ხალხებს შორის ორმხრივი ნდობის განმტკიცებისთვის და არა როგორც სამხედრო და პოლიტიკური ალიანსის ფორმირების ინსტრუმენტს. ამასთანავე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ძირითადად ორმხრივ საფუძველზე ახორციელებენ, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით.
ამგვარად, ყაზახეთი თანამიმდევრულად ხელს უწყობს თურქულენოვანი ხალხების სამყაროს ტრანსფორმაციას პროგრესის, ინოვაციებისა და ღია საერთაშორისო თანამშრომლობის სივრცედ, რითაც იგი გამოჰყავს მხოლოდ კულტურული და ისტორიული დღის წესრიგის ჩარჩოებიდან. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიური განვითარების, ციფროვიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხებს, რაც სრულად შეესაბამება თურქესტანში გამართული თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოთა ორგანიზაციის არაფორმალური სამიტის თემატიკას. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს თურქულენოვანი ხალხების მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და ღია სამყაროს თანამედროვე გლობალური ტრენდებისა და ფასეულობების ჰარმონიულ შეხამებას.
ავტორ(ებ)ი :