ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს 20.05.2026 19:13

 

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, კემი ბადენოკმა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მკაცრად გააკრიტიკა და მისი საგარეო თუ ეკონომიკური კურსი საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა.

ბადენოკის განცხადებით, „ლეიბორისტული" მთავრობის ქმედებები ქვეყანას სერიოზულ ზიანს აყენებს.

„უბრალოდ ვუსმენ მას და ვფიქრობ, არის თუ არა საერთოდ კარგად. ის ისე ღრმად არის ჩაკეტილი ბუნკერში, რომ სანქცირებული რუსული ნავთობი შემოაქვს, ფოლადის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას ახდენს და სუპერმარკეტებში ფასების კონტროლს აწესებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს", - აღნიშნა მან.

ბადენოკმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ამჟამად სჭირდება ქმედითი მთავრობა, რომელიც სიტუაციას გააკონტროლებს. მისი თქმით, ნაცვლად ძლიერი ლიდერობისა, ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც „ბეწვზე ჰკიდია", სარგებლობს საკუთარი დეპუტატების ყალბი მხარდაჭერით, უფრთხის რთული გადაწყვეტილებების მიღებას და უკრაინის საკითხში უკან დახევით მორალურ კომპასს კარგავს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ