22.05.2026 17:43
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, 1994 წელს ბუდაპეშტში მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყო.
როგორც მადიარმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ხელმოწერილი მემორანდუმის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის სუვერენიტეტი ვერ დაიცვა, ხოლო ახლა კიევს ახალი შეთანხმება სჭირდება, რომელსაც რეალური გარანტიები ექნება.
„იცით, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით იყო გარანტირებული, რომელსაც ხელი, რა თქმა უნდა, ბუდაპეშტში მოეწერა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა. ხოლო ახლა ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვჭირდება, რომელსაც უსაფრთხოების რეალური გარანტიები ექნება", - განაცხადა მადიარმა.
ავტორ(ებ)ი :