23.05.2026 10:19
აშშ-ში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მწვანე ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლებენ - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, USCIS-ის მიერ მიღებული ახალი წესი გამონაკლისებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს. დეპარტამენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სააგენტოს რესურსებს გამოათავისუფლებს, რათა ვიზებთან დაკავშირებით სხვა საკითხები განიხილოს.
"როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები განაცხადს თავიანთი ქვეყნებიდან აკეთებენ, ეს იმ პირთა პოვნისა და გაძევების აუცილებლობას ამცირებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვაზე უარის შემდეგ მიმალვას ან აშშ-ში არალეგალურად დარჩენას ირჩევენ. დროებითი ვიზის მქონე პირები, როგორიცაა სტუდენტები, დროებითი მუშები ან ტურისტული ვიზის მქონე პირები, აშშ-ში მოკლე ვადით და კონკრეტული მიზნით ჩამოდიან. ჩვენი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მათ ქვეყანა ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვონ. მათი ვიზიტი მწვანე ბარათის მიღების პროცესში პირველი ნაბიჯის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :