მედია - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა 23.05.2026 11:04

 

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა , - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ" არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ" არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მათივე თქმით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ