რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა 23.05.2026 13:29

 

რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონზე და ოპოზიციონერზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება მას ტერორიზმის გამართლებაში სდებს ბრალს. 2025 წლის დეკემბერში მოსკოვის ზამოსკვორეცის რაიონულმა სასამართლომ კასპაროვს აღნიშნულ საქმეზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობილმა მოჭადრაკემ რუსეთი 2013 წელს დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ