23.05.2026 15:18
დასავლეთი ჩვენს მოკავშირეებს სათითაოდ იტაცებს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში, როგორც ახლა აკეთებს უკრაინის შემთხვევაში და როგორც ახლა ცდილობს, რომ სომხეთი იმავე მცდარ ლოგიკაში ჩაითრიოს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს“ ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დასავლეთი თითო-თითოდ იტაცებს, ცდილობს ჩვენი მოკავშირეები ჩამოგვაშოროს, პირველ რიგში ჩვენი მეზობლებით დაწყებული, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში, როგორც ახლა აკეთებს უკრაინის შემთხვევაში და როგორც ახლა ცდილობს, რომ სომხეთი იმავე მცდარ ლოგიკაში ჩაითრიოს“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, დასავლეთის სახელმწიფოები ამას რუსეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით აკეთებენ.
„ცდილობენ, რომ რუსეთის, როგორც ჭეშმარიტად დიდი სახელმწიფოსა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა და გაძლიერების ამოცანა უფრო გაართულონ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :