აშშ-სა და ირანს შორის ახალი შეთავაზება 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების დროს ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს - მედია 24.05.2026 11:38

 

აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 60-დღით გაგრძელების ხელმოწერასთან ახლოს არიან, რომლის დროსაც ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება, ირანს ნავთობის თავისუფლად გაყიდვა შეეძლება და მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე მოლაპარაკებები გაიმართება, - ამის შესახებ Reuters-ი Axios-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში გავლა 60 დღის განმავლობაში გადასახადის გარეშე იქნება შესაძლებელი. ასევე, ირანი დათანხმდება სრუტეში დამონტაჟებული ნაღმების განეიტრალებას, რათა გემებისთვის შეუფერხებელი და უსაფრთხო გავლა უზრუნველყოს.

"სანაცვლოდ, შემოთავაზებული შეთანხმების თანახმად, აშშ მოხსნის ირანის პორტების ბლოკადას და ირანს გარკვეულ სანქციებისგან გაათავისუფლებს, რათა მას ნავთობის თავისუფლად გაყიდვის საშუალება მიეცეს", - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ