,,თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო''- დონალდ ტრამპი 24.05.2026 14:40

 

თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო, - ასე ეხმაურება თეთრი სახლის საკონტროლო პუნქტთან მომხდარ სროლას აშშ-ის პრეზიდენტი.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ინციდენტი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე მომხდარი სროლიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა.

„მადლობა ჩვენს შესანიშნავ საიდუმლო სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს თეთრი სახლის მახლობლად შეიარაღებული თავდამსხმელის წინააღმდეგ განხორციელებული სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის. თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო. შეიარაღებული პირი თეთრი სახლის კარიბჭესთან ახლოს საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ დაიღუპა. ეს შემთხვევა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე მომხდარი სროლიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ყველა მომავალი პრეზიდენტისთვის აშენდეს ყველაზე უსაფრთხო და დაცული სივრცე, რაც კი ვაშინგტონში ოდესმე აშენებულა", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ