24.05.2026 17:21
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იმ სატუმბ სადგურს დაარტყა, რომელიც მოსკოვის რეგიონს საწვავით ამარაგებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრის „ალფას" სპეციალისტებმა იერიში მიიტანეს რუსეთში, ვლადიმირის ოლქში მდებარე „ვტოროვოს" ნავთობის სატუმბ სადგურზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სწორედ ეს სადგური საწვავით ამარაგებს მოსკოვის გარშემო მდებარე მსხვილ ნავთობბაზებს, ასევე „შერემეტიევოს", „დომოდედოვოსა" და „ვნუკოვოს" საერთაშორისო აეროპორტებს.
უკრაინული მედიის თანახმად, დრონებით თავდასხმის შედეგად, ობიექტზე 800 კვადრატული მეტრის ფართობზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ამავე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის რამდენიმე ობიექტზე 24 მაისის ღამესაც მიიტანეს დარტყმები, მათ შორის დარტყმა მიაყენეს კრასნოდარის მხარეში, ნავთობტერმინალ „ტამანნეფტეგაზის" ნავთობის გადამტვირთავ ნავმისადგომს.
ავტორ(ებ)ი :