ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის ჭურვების გადაცემის შესახებ 18-დან 9 ქვეყანამ დატოვა 26.05.2026 17:53

 

ჩეხეთის მიერ დაფუძნებული ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის მსხვილკალიბრიანი ჭურვების გადაცემას გულისხმობდა, 18 ქვეყნიდან ცხრამ უკვე დატოვა, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა Financial Times-თან ინტერვიუში.

პაველის თქმით, ინიციატივის დატოვება ქვეყნებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ოფიციალური პრაღა ჩეხეთის მოქალაქეების ფულით უკრაინისთვის იარაღს აღარ შეიძენს.

როგორც ჩეხეთის ლიდერმა აღნიშნა, გასულ წელს აღნიშნულ ინიციატივას 18 ქვეყანა აფინანსებდა, თუმცა ახლა მათი რიცხვი ორჯერ შემცირდა.

„ინიციატივა ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ფინანსების სახით წვლილი მხოლოდ ცხრა ქვეყანას შეაქვს", - განაცხადა პაველმა. „აღნიშნული ინიციატივა უკრაინელებს მსხვილკალიბრიანი ჭურვების საერთო რაოდენობის 50%-ს აწვდის, შესაბამისად მისი ჩანაცვლება სხვა რამით რთული იქნება".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ