ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გასცა 27.05.2026 23:42

 

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი" ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ტირეს ტერიტორიაზე „ჰეზბოლას" სამეთაურო ცენტრებზე დარტყმებს ახორციელებენ და მთელი რეგიონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

„მოსახლეობამ მდინარე ზაჰრანის ჩრდილოეთით უნდა გადაინაცვლოს, რადგან მდინარის სამხრეთით ყველა ტერიტორია საბრძოლო ზონად ითვლება", - აღნიშნავს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.

მედიის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია შესაძლოა, გასცდეს იმ „უსაფრთხოების ზონას", რომელსაც ისრაელი ამჟამად აკონტროლებს. ასევე, შესაძლოა, გასცდეს გუშინდელი შეტაკებების ხაზებს ლიტანის მდინარის გარშემო.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელის ავიაიერიშებს დღის განმავლობაში 31 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. „სქაი ნიუსის" ცნობით, ეს ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დღედ შეფასდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ