რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს 29.05.2026 18:22

 

რუმინეთის მთავრობა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს. ინფორმაციას The Guargdian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.

საბჭოს დასრულების შემდეგ დანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუმინეთში შეჭრილი დრონი 43 უპილოტო საფრენი აპარატისგან შემდგარი დამრტყმელი ჯგუფის ნაწილი იყო, რომლის სამიზნეს უკრაინა წარმოადგენდა.

რუმინეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნატოს ერთიანი რეაქცია არის სოლიდარობის ძლიერი გამოხატულება. მისი თქმით, ალიანსი თავისი საზენიტო შეიარაღების ნაწილს რუმინეთში გადაამისამართებს. ეს იქნება დროებითი ღონისძიება, სანამ რუმინეთი საკუთარ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას არ განაახლებს.

ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ