,,თეირანი თავის უფლებებს არა დიალოგით, არამედ რაკეტებით მიაღწევს''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე 29.05.2026 18:31

 

თეირანი „თავის უფლებებს არა დიალოგით, არამედ რაკეტებით მიაღწევს", - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, თეირანი არ ენდობა გარანტიებსა და სიტყვებს და ქმედებებით შეაფასებს ვითარებას.

„ირანი არ იმოქმედებს, თუ მეორე მხარე არ იმოქმედებს პირველი. ნებისმიერ შეთანხმებაში გამარჯვებული ის არის, ვინც მეორე დღეს ომს უკეთ დაგეგმავს", - განაცხადა ღალიბაფმა.

გავრცელებული ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა 28 მაისს შეთანხმებას მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებისა და ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ, თუმცა დონალდ ტრამპს ეს საბოლოოდ არ დაუმტკიცებია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება ბოლო დღეებში შეიცვალა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ