29.05.2026 19:29
Reuters-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება სომხეთში არჩევნებისთვის 100,000 ეთნიკურად სომეხის გაგზავნას გეგმავს, ფაშინიანის ოპონენტებისთვის ხმის მისაცემად.
სტატიაში ნათქვამია, რომ ოქტომბერში კრემლმა შექმნა დეპარტამენტი, რომელიც ცნობილია როგორც „სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის დირექტორატი", რომელიც, ოთხი ოფიციალური წყაროს თქმით, სომხეთში გავლენის ოპერაციებს ხელმძღვანელობს. სამი წყაროს თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ 100 000 ამომრჩევლის ტრანსპორტირების ღირებულებად დაახლოებით 50 მილიონი დოლარი გათვალა.
ამავე ოფიციალური პირების ცნობით, მაისის შუა რიცხვებისთვის კრემლმა გასცა კვოტები იმის შესახებ, თუ რამდენი სომეხი უნდა გაეგზავნა თითოეულ რეგიონს და ადმინისტრატორებს მოსთხოვა ანგარიშის წარდგენა მზადების პროცესზე. მათივე ცნობით, სომხებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში საზღვარგარეთიდან.
ავტორ(ებ)ი :