29.05.2026 20:50
საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
„საბრძოლო ველზე ვითარება ისე ვითარდება, რომ ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სიტუაცია დასასრულს უახლოვდება", - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ყაზახეთში ვიზიტის შეჯამებისას, როდესაც უკრაინის კონფლიქტი ახსენა.
მისი თქმით, „საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას მისი დასრულების კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია".
„ეს არა მხოლოდ წინდაუხედავი ნაბიჯია, არამედ ეს თითქმის არასდროს კეთდება და ამის გაკეთებას არც მე ვაპირებ", - აღნიშნა პუტინმა.
ასევე, პუტინი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის.
„ჩვენ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენ ის არ შეგვიწყვეტია და მზად ვართ გავაგრძელოთ. გარკვეული კონტაქტები ნარჩუნდება, მაგრამ მოლაპარაკებები, როგორც ასეთი, არ არის", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინის თქმით, „ევროპულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში ხდება".
„ტრაგედია, რაც უკრაინაში ხდება, სწორედ მათი [ევროპული ქვეყნები] პოლიტიკის შედეგია. სწორედ მათ მიიყვანეს საქმე 2014 წელს კიევში სახელმწიფო გადატრიალებამდე, რამაც რუსეთის მიერ ყირიმის დაცვის აუცილებლობა გამოიწვია, ხოლო შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის დახმარების აღმოჩენა, რომლებსაც ჩვენ წლების განმავლობაში არ ვაღიარებდით", - აღნიშნა პუტინმა.
ავტორ(ებ)ი :