ალექსანდრე ლუკაშენკო - უახლოეს დღეებში ემანუელ მაკრონის ნდობით აღჭურვილი პირი მინსკს ეწვევა 29.05.2026 23:31

 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ნდობით აღჭურვილი პირი მინსკს ეწვევა.

„ამ დღეებში, ორშაბათს ან სამშაბათს ეს ადამიანი აქ იქნება. მისი გვარის დასახელება არ მინდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა საკოორდინაციო მონაცემები დამიტოვა. ამ ადამიანთან სერიოზულ საუბარს ვაპირებ. ეს მაკრონის ადამიანია, აბსოლუტურად სანდო, საქმის კურსშია. მე მას დეტალურად გავაცნობ  არსებულ ყველა პრობლემას", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, მაკრონის ნდობით აღჭურვილი პირის მიღება 24 მაისს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდა.

ბელარუსული მხარის განცხადებით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის ინიციატივით გაიმართა. მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში არ უნდა ჩაერიოს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ