31.05.2026 13:20
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი სამედიცინო გამოკვლევის შედეგები. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
როგორც პრეზიდენტის ექიმი დოკუმენტში წერს, ტრამპს "შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს".
"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესანიშნავ ჯანმრთელობას ინარჩუნებს. მისი გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნევროლოგიური და საერთო ფიზიკური მდგომარეობა კარგია", - აღნიშნავს აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი, დონალდ ტრამპის ექიმი, შონ ბარბაბელა.
მედიის ცნობით, ტრამპი უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, სამშაბათს იმყოფებოდა.
ავტორ(ებ)ი :