..რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავთ''- რუმინეთის პრეზიდენტი 31.05.2026 17:09

 

რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, რუმინეთი დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა.

„ბიბისისთან" ინტერვიუში რუმინეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ქვეყანა დამატებით ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც გალატში მომხდარი ინციდენტის გამო კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დაიხურა და რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდა.

ნიკუშორ დანის თქმით, რუმინეთი რუსეთისგან მეტ სიფრთხილეს ელოდება, რათა უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული დრონები რუმინეთის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს აღარ უქმნიდეს.

„იმედი მაქვს, მსგავსი შემთხვევები შეწყდება. თუ არა, არსებობს სხვა ზომებიც, რომლებიც შეიძლება, იქნას მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს თავისი იერარქია აქვს", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, ბუქარესტს ეჭვი არ ეპარება, რომ გალატში ჩამოვარდნილი აპარატი რუსული წარმოშობის „გერან-2" ტიპის დრონი იყო. ნიკუშორ დანმა აღნიშნა, რომ რუმინელ სპეციალისტებს უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, შეესწავლათ ანალოგიური, აფეთქების გარეშე ჩამოვარდნილი დრონი, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი ათსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ