კაია კალასი: ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში 01.06.2026 18:59

 

ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში, რაც თეირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებულ შეშფოთებებსაც უპასუხებს, - განუცხადა POLITICO-ს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

„ევროკავშირის საზღვაო ოპერაციებიდან დაწყებული, ბირთვულ სფეროში დიდი შრომით მოპოვებული გამოცდილებით დასრულებული, ევროკავშირს შეუძლია კონკრეტული როლი შეასრულოს ნებისმიერი შეთანხმების მდგრადობის უზრუნველყოფაში", - აღნიშნა კალასმა.

ევროპულმა ქვეყნებმა და გაერთიანებულმა სამეფომ აარიდეს თავი ირანის კონფლიქტში ყოველგვარ პირდაპირ სამხედრო როლს, ხოლო მათმა უარმა მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური დაძაბულობა გამოიწვია და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ