ხორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა 04.06.2026 18:22

ხორვატიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ ისტრიაში, ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქ მედულინთან, მცირე თვითმფრინავი ჩამოვარდა.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ხორვატიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფები კიდევ ორი ადამიანის ძებნას აგრძელებენ. თვითმფრინავი, რომელიც არაოფიციალური მონაცემებით გერმანული იყო და ავსტრიიდან მიფრინავდა, მინდორში ჩავარდა.

თვითმხილველების განცხადებით, ავიაკატასტროფამდე თვითმფრინავმა ჰაერში კონტროლი დაკარგა და სპირალურად დაეშვა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ