06.06.2026 14:31
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტია "ძლიერი სომხეთის" ექვსი წევრი დააკავეს.
ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
უწყების ცნობით, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რამდენიმე პირისთვის მატერიალური წახალისებისა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 7 ივნისს ჩატარდება.
ავტორ(ებ)ი :