ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა 08.06.2026 12:29

მედიის ცნობით, ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა. მიწისძვრა ფილიპინების მთავარ სამხრეთ კუნძულზე, მინდანაოში, გენერალ სანტოსის სანაპიროსთან მოხდა. სიძლიერემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრას 140-მდე ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ცნობით, ეპიცენტრი ათი კილომეტრს სიღრმეზე დაფიქსირდა.

ფილიპინების სამოქალაქო თავდაცვის ოფისის წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 07:37 საათზე მოხდა.

ფილიპინებმა, ინდონეზიამ და იაპონიამ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს. ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა მოსახლეობას მოუწოდა, სანაპირო ზოლში ყოფნისგან თავი შეიკავონ და კუნძულის სიღრმეში გადავიდნენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ