08.06.2026 12:31
სომხეთის ხელისუფლების პრიორიტეტულ ამოცანად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იყო და დარჩება მოქალაქეთა მოთხოვნა კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის სრული ლიკვიდაციის შესახებ სომხეთის რესპუბლიკაში, - ამის შესახებ, როგორც „არმენპრესი" წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის" თავმჯდომარემ, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, „ხედავს თუ არა პარტიების ლიდერებთან, კარაპეტიანთან, ქოჩარიანსა და ცარუკიანთან თანამშრომლობის რაიმე შესაძლებლობას", ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა:
„ჩემი განცხადება და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერები - ბლოკ „ძლიერი სომხეთის" ლიდერი სამველ კარაპეტიანი, ბლოკ „სომხეთის" ლიდერი რობერტ ქოჩარიანი, პარტია „აყვავებული სომხეთის" თავმჯდომარე გაგიკ ცარუკიანი უნდა დაექვემდებარონ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ისინი უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცნობილ საქმეებთან დაკავშირებით, ხოლო კრიმინალი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს ძალიან სწრაფი ტემპებით - უკანონო ქონების კონფისკაციის მექანიზმით, სისხლის სამართლის საქმეებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სისტემით.
საბოლოოდ, ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სინამდვილეში კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები არიან, არ უნდა ჰქონდეთ საქმიანობის სივრცე სომხეთის პოლიტიკურ სივრცეში. „სამთავიანი ჯაშუშური ომის პარტია" უნდა აღმოიფხვრას სომხეთიდან. ეს ჩვენი ამოცანაა პოლიტიკურ არენაზე", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ავტორ(ებ)ი :