,,არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ქვეშ ჩატარდა''- სომხეთში ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელი 08.06.2026 18:42

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციის ხელმძღვანელმა მიანიშნა ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტების გავლენაზე სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე.

სომხური მედიის თანახმად, იანეშ ლენარჩიჩმა აღნიშნა, რომ მისია დააკვირდა საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას და მისი შეფასება ეფუძნებოდა პირველადი წყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და ანალიზს.

ეუთო-ს წარმომადგენლის მტკიცებით, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ქვეშ ჩატარდა და ასევე აღინიშნა არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

როდესაც მისიის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რას გულისხმობდა გარე ზეწოლასა და გავლენაში, მან აღნიშნა, რომ გარე ზეწოლა მოიცავდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეზღუდვებს, რასაც თან ახლდა სხვადასხვა რუსი ოფიციალური პირების განცხადებები და სომხეთის სუვერენიტეტისადმი მუქარა.

კითხვის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებზე მიუთითა. მისი თქმით, გამოვლენილი სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, ამომრჩევლებს მიეცათ რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, კომისიები გამჭვირვალედ მუშაობდნენ, სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„საარჩევნო კამპანია მკვეთრად პოლარიზებული იყო და პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკით იყო აღსავსე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის არჩევნებთან შედარებით პროგრესი შეინიშნება, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების უმეტესობა შეუსრულებელია", - აღნიშნა იანეშ ლენარჩიჩმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ