„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაუცველი თუ გახდება, ირანი „რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს“ 11.06.2026 10:33

 

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საჰაერო ძალების მეთაური, სეიედ მაჯიდ მუსავი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაუცველი თუ გახდება, ირანი „რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს".

„ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით? ირანის მხრიდან რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ", - აღნიშნა მუსავიმ.

ცნობისთვის, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ყველა გემისთვის ჰორმუზის სრუტის დახურვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას , მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. მანამდე აშშ-მა ირანზე „თავდაცვითი დარტყმების" ახალი ტალღა განახორციელა. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ