დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია" 12.06.2026 00:42

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია".

"დოკუმენტებს პრაქტიკულად საბოლოო სახე აქვს, ასე რომ, ვნახოთ" - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჰორმუზის სრუტე შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაიხსნება. როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

"მთელი ახლო აღმოსავლეთი ძალიან ბედნიერია" - აცხადებს დონალდ ტრამპი

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ