ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ 13.06.2026 15:42

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისამდე გაგრძელდება.

აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველ დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

ალი ხამენეი მემკვიდრე მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი გახდა, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ