კირ სტარმერი - შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი - ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს 14.06.2026 14:02

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, შეეჩერებინათ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა.

„დღეს დილით ადრე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშით გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ", - წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ