15.06.2026 09:44
რუსეთის მიერ კიევზე მასირებული იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა, კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, იერიშმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და დაახლოებით 140 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსშიც. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია, პირდაპირი დარტყმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, ხარკოვზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ხუთი მაშველი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა, ხოლო სუმზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ავტორ(ებ)ი :