ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას 15.06.2026 21:36

 

ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას, - ამის შესახებ ევროკომისია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანების პროცესის საფუძვლებზე, რაც მოიცავს მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს", - წერს ევროკომისია.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიული არჩევანია.

„ჩვენ ვხედავთ იმ მძიმე სამუშაოს, რომელიც ამ ქვეყნებმა გასწიეს და ამას წინსვლისთვის მკაფიო გზით ვაფასებთ. გაფართოება ჩვენი საუკეთესო ინვესტიციაა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მომავალში", - აცხადებს ევროკომისია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ