დონალდ ტრამპი - შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო 18.06.2026 01:39

შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარიზში ჩასვლისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

კითხვაზე, როგორი ვითარებაა ახლა ბრძოლის ველზე და აქვს თუ არა უკრაინას უპირატესობა, ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი კარგად მოქმედებენ.

 

„ისინი საკმაოდ კარგად მოქმედებენ. რუსეთი დიდი ქვეყანაა. ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, სამხედრო თვალსაზრისით ბევრად უფრო დიდია. მაგრამ უკრაინელები საკმაოდ კარგად იბრძვიან. ისინი პოზიციებს ინარჩუნებენ. მათ აქვთ შესანიშნავი აღჭურვილობა, ჩვენი აღჭურვილობა, ეს არ დაგავიწყდეთ. მაგრამ ისინი საკმაოდ კარგად მოქმედებენ", - აღნიშნა ტრამპმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, გაუგზავნის თუ არა აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ ამისთვის გადაიხადეს.

 

„მე ამას ევროპაში ვაგზავნი. ევროპა იხდის. ნატო იხდის. ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, როდესაც მან 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა",- განაცხადა ტრამპმა.

 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, - „რაც შეეხება რუსეთზე სანქციებს, რას აპირებთ ამ მიმართულებით, მათ შორის რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე?" - ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, სანქციები კვლავ აღადგინოს.

 

„მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ნავთობის ფასი რაც შეიძლება დაბალი დარჩებოდა. ახლა, როდესაც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაძლოა, სანქციები კვლავ დავაბრუნო", - აღნიშნა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ