იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა 19.06.2026 17:18

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

 

ტაიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის" სამიტის დროს მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.

 

„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე, გავაუქმო 21-22 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი შეერთებულ შტატებში", - დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ