The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს 19.06.2026 19:35

 

ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს გადადგომის ვადის განსაზღვრისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, პირადი შეხვედრების დროს მინისტრები სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, შეიმუშაოს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა.

როგორც The Times წერს, მსგავსი პოზიცია უკვე გამოხატეს ენერგეტიკის მინისტრმა ედ მილიბენდმა  და შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა.

სტარმერი უახლოეს დღეებში მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრებსა და სატელეფონო საუბრებს გეგმავს, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ